ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატები პარტიის გასვლით შეხვედრას დაესწრნენ
მმართველი პარტიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში ჩატარდა და სადაც, მათი განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდნენ.
არც ამ დეპუტატებს და არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მედიასთან ჯერჯერობით არ უთქვამთ, რატომ იმყოფებოდნენ ისინი ქართული ოცნების შეკრებაზე.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია 29 ივნისს "მეტის თქმის საბაბით" დატოვეს. მალე მათ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ოთხეული აქტიურად აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ელჩს, კელი დეგნანს. ისინი ავრცელებენ ანტიდასავლური კონსპირაციების თეორიებს. მათ მიერ გავრცელებულ თეორიებს და ნარატივებს ეთანხმება და იზიარებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, მმართველი პარტიის ჯერაც მოქმედი სხვა წარმომადგენლები.